გამოიწერეთ ონლაინ საბანკო განვადებით AMAZON.COM-დან
EBAY.COM-დან და სხვა მაღაზიებიდან

რას გვთავაზობს Creditamazon.ge?

Credit Amazon გთავაზობთ მარტივ მომსახურებას: შეიძინოთ და ჩამოიტანოთ სასურველი პროდუქტი AMAZON.COM-დან და მსოფლიოს სხვა ცნობილი ონლაინ მაღაზიებიდან ონლაინ საბანკო განვადებით. თქვენ აკეთებთ მხოლოდ ორ ოპერაციას:
*გვიგზავნით სასურველ პროდუქტს
*აკეთებთ განაცხადს განვადების შესახებ,
სხვა დანარჩენზე: შეძენა, ტრანსპორტირება, ნებისმიერ საბაჟო გადასახადი და ა.შ. ვზრუნავთ ჩვენ.
არჩეულ ნივთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ ადგილზე ან გაიტანთ გადამზიდი კომპანიის ოფისიდან.

რომელი ონლაინ მაღაზიებიდანაა შესაძლებელი გამოწერა?

ამჟამად გამოწერა შესაძლებელია შემდეგი მაღაზიებიდან: Amazon.com, Ebay.com, 6pm.com, forever21.com, oldnavy.com, gap.com, myhabit.com, victoriassecret.com, asos.com, urbanog.com, zappos.com, carters.com, microsoftstore.com, ralphlauren.com, nike.com, sportsdirect.com, zapa.ge, fanz.ge, westbrookframes.com, bodybuilding.com, replayjeans.com სულ მალე დაემატება ახალი მაღაზიები.

რას ნიშნავს ონლაინ საბანკო განვადება?

ონლაინ საბანკო განვადება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საბანკო განვადების ოპერაციისგან, როცა მომხმარებელი მიდის ბანკში ან რომელიმე მაღაზიაში და ბანკის ოპერატორი უმტკიცებს მას განვადებას. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ განვადების ფორმას (თქვენს პირად მონაცემებს, ინფორმაციას შემოსავლის შესახებ და ა.შ.) ავსებთ ვებსაიტზე. შემდეგ ეს ინფორმაცია იგზავნება ბანკში, რომელიც 1 დღის ვადაში განიხილავს მას და გაცნობებთ, დაგიმტკიცდათ თუ არა განვადება.

რამდენად დაცულია ჩემი პირადი მონაცემები?

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანთავსებთ საიტზე განვადების ფორმის შევსების დროს, ინახება დაცულ სერვერზე, შესაბამისად, ის მაქსიმალურადაა დაცული და კონფიდენციალურია. დამატებითი ინფორმაცია ამ კუთხით იხილეთ შესაბამის გვერდზე: კონფიდენციალობის პოლიტიკა

რომელი ბანკის განვადებას გთავაზობთ?

ჩვენს კლიენტებს ემსახურებიან "ბანკი რესპუბლიკა" და "თიბისი ბანკი", რომლებიც მაქსიმალურად მოქნილ და მისაღებ სერვისს უზრუნველყოფენ.

რა არის აუცილებელი განვადების დასამტკიცებლად?

სტანდარტული პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ საბანკო განვადების დამტკიცებისთვის.

რა ღირებულების პროდუქტები შემიძლია გამოვიწერო განვადებით?

მინიმალური ღირებულება - 100 ლარი,
მაქსიმალური - 5000 ლარი
*თანხები მოცემულია ტრანსპორტირების და განბაჟების ჩათვლით).

რომელი გადამზიდი გვემსახურება?

ყველა ჩვენი ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირებას ახდენს „კამექსი“. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადამზიდი კომპანია საქართველოში.

როგორ მოვითხოვო ჩემთვის სასურველი პროდუქტი?

სისტემა მარტივია: საიტზე შესვლის შემდეგ, მთავარ გვერდზე არსებულ ველში სახელწოდებით „ჩაწერეთ პროდუქტის ლინკი“ უთითებთ იმ გვერდის ლინკს (URL-ს), რომელზეც განთავსებულია თქვენთვის სასურველი პროდუქტი. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ Canon-ის ეს კონკრეტული შავი ფერის კამერა Canon PowerShot SX400 (Black) Amazon.com-იდან, აკოპირებთ მისამრთს და ჩვენს პროდუქტის ველის ჩასაწერ ლინკში უთითებთ შესაბამის ამაზონის ლინკს, (http://www.amazon.com/gp/product/B00M0QVG3W/ref=s9_ri_gw_g421_i2?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=desktop-2&pf_rd_r=0R4GMZ18STKS146JTVR4&pf_rd_t=36701&pf_rd_p=2091268582&pf_rd_i=desktop) და აჭერთ „ყიდვა“.

რა ხდება ღილაკზე “ყიდვა” დაჭერის შემდეგ ?

ამის შემდეგ სისტემას გადაყავხართ რეგისტრაციის ფორმაში, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და შენიშვნა. მომხმარებლის სახელი შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს მიერ სხვა ახალი შეკვეთბის გასაკეთებლად. სწორედ ამ სახელით ისარგებლებთ თქვენს პროფილში შესასვლელად. შენიშვნის ველში, საჭიროების შემთხვევაში უთითებთ ნივთის ფერს, ზომას ან სხვა კონკრეტულ დეტალს, რომელიც გჭირდებათ შეკვეთის დასაზუსტებლად. თუ რაიმე გამოგრჩათ, ოპერატორი აღნიშნული დეტალების დასაზუსტებლად მაინც დაგიკავშირდებათ.

რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ?

გიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი, კიდევ ერთხელ ამოწმებს მნიშვნელოვან დეტალებს და გაცნობთ პროდუქტის შეძენის და განვადების მთლიან ღირებულებას. 6 თვემდე ან 12 თვემდე განვადების სურვილის შემთხვევაში, თქვენს პროფილში გერთვებათ წვდომა განვადების ფორმაზე, რომელიც შემდგომში ბანკში იგზავნება განსახილველად.

რა ხდება განვადების ფორმის შევსების შემდეგ?

თქვენს მიერ შევსებული განვადების ფორმა იგზავნება "ბანკ რესპუბლიკაში" ან "თიბისი ბანკში" (თქვენი სურვილის მიხედვით), რომელიც განიხილავს მას და დამტკიცების შემთხვევაში 1 დღის ვადაში გაცნობებთ ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. თქვენ მოგიწევთ "ბანკ რესპუბლიკაში" ან "თიბისი ბანკში" (თქვენი სურვილის მიხედვით) თქვენს მიერ არჩეულ რომელიმე ფილიალში მისვლა და განვადების საბუთებზე ხელის მოწერა.

როდის ჩამოვა თქვენს მიერ შეძენილი საქონელი?

ჩამოტანას ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია Camex.GE. განვადების დამტკიცებისა და საბუთებზე ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ნივთის შეძენას და მის ტრანსპორტირებას. ტრანსპორტირების ვადები განისაზღვრება Camex.Ge-ის სტანდარტული პირობებით. სტანდარტულად, ნივთების ადგილზე მიტანა ხდება სამშაბათს და პარასკევს. შეძენიდან ნივთის ჩამოტანისათვის საჭიროა საშუალოდ 10 დღე, თუ შიდა ტრანსპორტირებების თარიღები ჯდება სტანდარტულ ვადებში.

როგორ აკონტროლებთ, სად არის თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი?

საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფილში გამოჩნდება თქვენი შეკვეთა, შესაბამისი განახლებადი სტატუსებით, „შეკვეთა მიღებულია“, „მისულია საწყობში“, „გზაშია“ და „ჩამოსულია“.

როგორ ხდება პროდუქტის მიღება?

პროდუქტის გატანა შეგიძლიათ გადამზიდი კომპანიის ოფისიდან ან ისარგებლებთ უფასო საკურიერო სერვისით, რომელიც პროდუქტს ადგილზე მოგართმევთ.

გაქვთ დამატებითი კითხვები?

გაქვთ დამატებითი კითხვები, რომელზე პასუხებიც აქ ვერ იპოვეთ? შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ნომერზე 555711313 და ჩვენი ოპერატორები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარება აღმოგიჩინონ.
აკრძალულ ნივთებთან, განბაჟების პირობებთან და წონის გამოთვლის სტანდარტულ მეთოდთან დაკავშირებით, იხილეთ > http://camex.ge/faq

Ebay.com-თან დაკავშირებული საკითხები

იმის გათვალისწინებით, რომ Ebay.com-ზე გამყიდველების უმეტესობას წარმოადგენენ ფიზიკური პირები, შპს "კრედიტამაზონი" არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას ნივთის ხარისხზე ან მის გამოგზავნაზე.
თუმცა, იღებს ვალდებულებას, აღნიშნული რისკის შესახებ აცნობოს დამკვეთს პირადი სატელეფონო კონტაქტის დროს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მას არასურველი პროდუქტის მიღების ან მისი არმიღების შემთხვევაში, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაში, Ebay.com-თან მოლაპარაკების გზით.


პროდუქციის კატალოგი

აირჩიეთ სასურველი პროდუქციის კატალოგი

iphone
Nokia Lumia
Huawei Mobilurebi
notebookebi
samsungis mobilurebi
iPhone 7 Tbilisshi
saatebi
planshetebi
Cveris Saparsi
Sunamoebi
Aveji
Eleqtro xelsacyoebi
Xelsacyoebi

რას გთავაზობთ ?

ინოვაციური საშუალება, გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი ამაზონიდან და სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიიდან ონლაინ საბანკო განვადებით.

ჩვენი პარტნიორები








კონტაქტი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-შაბათი 10:00 - 19:00
(განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია არასამუშაო საათებშიც)
მის:თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ.7

დაგვირეკეთ:
+995 555 711313

CREDITAMAZON.GE © 2016